თბილისი, 10 მარტი — Sputnik. სამი წლის გოგონას მშობლები მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ ისინი ბავშვის სატანისტური რიტუალის დროს მკვლელობაში ცნო ეჭვმიტანილებად, იუწყება Daily Mail–ი.
გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი მაია ვალიეხოსი საავადმყოფოში გარდაიცვალა ინფექციისგან, რომელმაც ბავშვს შინაგანი ორგანოები დაუზიანა და გულის გაჩერება გამოიწვია. სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზამ გაკვეთის შედეგად დაადგინა, რომ გოგონას დიდი ზომის ნემსით ჰქონდა დაჩხვლეტილი გული და ფილტვები.
ზუსტდება, რომ ნემსი, რომლითაც ბავშვს ორგანოები დაუზიანეს, ფეხბურთის ბურთების შესაკერად გამოიყენება და ზომით 10,16 სმ–ა.
ქვეყნის ხელისუფლებამ მომხდარში გოგონას მშობლები — 20 წლის დედა და 19 წლის მამინაცვალი დაადანაშაულა. მათ ლინჩის წესით სიკვდილით დასჯის შიშით გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციამ ისინი დააკავა და საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანა.
ირკვევა, რომ მაიას დედა, რომელიც ამ დროისათვის ოთხი თვის ორსულია, საკანში პატიმრებმა სცემეს, რის შემდეგაც ადვოკატმა მისი შინაპატიმრობაში გადაყვანა მოითხოვა.
ამ დროისათვის გამოძიება გრძელდება, რომელიც, სხვა ვერსიებთან ერთად, ბავშვის სატანისტური რიტუალის შედეგად დაღუპვის ვერსიასაც განიხილავს. სამართალდამცველებს იმედი აქვთ, რომ ყველა კითხვაზე პასუხს უახლოეს მომავალში მიიღებენ და დამნაშავეებს დასჯიან.