მსოფლიოში პირველი ყინულქვეშა ხელოვნების გალერეა თეთრ ზღვაში – ფოტო

Sputnik

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები პროექტიდან „სანამ ყინული გალღვება“, რომლებიც გადაიღო Nikon-ის ამბასადორმა და National Geographic-ის ფოტოგრაფმა ვიკტორ ლიაგუშკინმა.

ექსპოზიციის ნახვა თვე-ნახევრის განმავლობაში იქნება შესაძლებელი – გალერეა იმუშავებს ყინულის დნობის დაწყებამდე, რასაც სპეციალისტები აპრილის შუა პერიოდიდან პროგნოზირებენ. გამოფენის ვიზიტორს უნდა ჰქონდეს აკვალანგით ყვინთვის გამოცდილება. ღონისძიების ორგანიზატორია ტურისტული ცენტრი „პოლარული წრე“, რომელიც სოფელ ნილმოგუბაში მდებარეობს.

ფოტოების გარდა სტუმრები იხილავენ სკულპტურებს, ინსტალაციებსა და პეტერბურგელი მხატვრის დენის ლოტარევის შემოქმედებას.

1 / 14
ნამდვილ შემოქმედებას საზღვრები არ აქვს
2 / 14
ნილმოგუბას ყურეში ყინულქვეშა ხელოვნების გალერეა გაიხსნა
3 / 14
ეს მსოფლიოში პირველი ყინულქვეშა გალერეაა
4 / 14
უნიკალურ გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოგრაფ ვიკტორ ლიაგუშკინის მიერ გადაღებული სურათები გაყინულ თეთრ ზღვაში
5 / 14
ასევე სკულპტურები, ინსტალაციები და მხატვარ დენის ლოტარევის შემოქმედება
6 / 14
პირველი ყინულქვეშა გამოფენა თეთრ ზღვაში
7 / 14
ავტორების მიზა ადამიანებისათვის ყინულქვეშა სამყაროს ჩვენება და კლიმატის ცვლილების პრობლემებზე ყურადღების მიპყრობაა
8 / 14
გამოფენა თვენახევრის განმავლობაში გაიმართება - სანამ ყინულის ლღობა დაიწყება
9 / 14
შესვლა თავისუფალია
10 / 14
თუმცა სტუმრებს აკვალანგით ყვინთვის გამოცდილება და დაივერის სერტიფიკატი ესაჭიროებათ
11 / 14
ყოველი ექსპონატი უნიკალურია
12 / 14
მათი ნახვა ნამდვილი სიამოვნებაა
13 / 14
თითოეული მათგანი სტუმრების ყურადღებას იპყრობს
14 / 14
გამოფენას უკვე ესტუმრნენ რუსეთიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან