კალაძე: ფინანსური დახმარებით მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებენ
© Sputnik
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც 2 მილიონი ლარი იქნება. ამ დახმარების პაკეტით სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული მინიმუმ 500 შემოქმედი ადამიანი და 50-ზე მეტი ორგანიზაცია. ფინანსური დახმარების პაკეტით პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს“- განაცხადა კახა კალაძემ.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ამ დრომდე აკრძალულია სარიტუალო ღონისძიებების – ქორწილების, ქელეხების, იუბილეების, დღესასწაულების გამართვა, ასევე დაკეტილია ღამის კლუბები.