„გრინფისის“ აქტივისტებმა კლიმატის ცვლილება პარაპლანებით დაშვებით გააპროტესტეს

„გრინფისის“ აქტივისტებმა ორგანიზაციის საკრედიტო პოლიტიკა ევროპის ცენტრალური ბანკის კომპლექსის ერთ-ერთი შენობის სახურავზე პარაპლანებით დაშვებით გააპროტესტეს
Sputnik

მათ სახურავზე გაშალეს დიდი ბანერი წარწერით: „შეწყვიტეთ კლიმატის მვლელების დაფინანსება“.

„კვლევებმა უჩვენა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის ოპერაციები მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებენ კომპანიებს, რომლებიც მოიპოვებენ ნავთობს, ამიტომ ერთგვარად ეწინააღმდეგებიან პარიზის შეთანხმებას კლიმატის თაობაზე. მოვუწოდებთ ევროპის ცენტრალურ ბანკს შეუსაბამოს საკუთარი საკრედიტო ოპერაციები პარიზის შეთანხმებას“, - განაცხადა „გრინფისის“ აქტივისტმა მარუსიო ვეიჯერმა.
ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია იდეის ერთგული მცველია და კლიმატის პრობლემას საუკუნის ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს.