როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 12 მარტს

ვინც სულმოუთქმელად ელოდება გაზაფხულის თბილ დღეებს, პარასკევი მაინცდამაინც ვერ გაახარებს. ამ დღეს მარტი „თავის ამპლუაში" იქნება – დღისით უფრო ეციება, ვიდრე ღამით.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში პარასკევს, 12 მარტს მოღრუბლული ამინდი და დროგამოშვებით სუსტი თოვაა მოსალოდნელი.

ღამით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით – მხოლოდ +2.

მზე ადგილობრივი დროით 07:18 საათზე ამოვა და 19:03 საათზე ჩავა.