თბილისი, 9 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფონიჭალაში სპეცოპერაციისას ნარკოდანაშაულისთვის 42 წლის მამაკაცი დააკავეს. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
პოლიციამ ბრალდებული საკუთარ სახლში დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებული მამაკაცის საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი უკვე გაჩხრიკეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას დაკავებულის დედამ განაცხადა, რომ მის შვილს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია და ის პოლიციამ დაკავების დროს ჩაუდო.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მიმდებარე ტერიტორია კი ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.