კინო პანდემიაზე: ქართველი რეჟისორები ახალ ფესტივალზე მოკლემეტრაჟიან ფილმებს წარადგენენ

ახალი ფესტივალი Unified Filmmakers კინემატოგრაფისტებს მთელი მსოფლიოდან აძლევს შანსს, რომ ამ რთულ პერიოდზე თავიანთი ისტორიები ყველას გაუზიარონ.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. მოკლემტრაჟიანი კინოს ახალი საერთაშორისო ფესტივალი Unified Filmmakers კორონავირუსის შესახებ ფილმების შერჩევას იწყებს – განაცხადები მათ შორის საქართველოდანაც მიიღება, აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

„სასიამოვნოდ სევდიანი" – როგორ შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე

Unified Filmmakers კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ შეიქმნა. ის მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფისტებს საშუალებას აძლევს, ამ უჩვეულოდ რთულ პერიოდში თავიანთი პირადი ისტორიები სხვებსაც გაუზიარონ.

საკონკურსო ნამუშევრები შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: ფილმების თემა უნდა იყოს კრიზისისა და კრიზისის შემდგომ პერიოდზე, ფილმების ხანგრძლივობა უნდა იყოს 5 წუთამდე ან 5-20 წუთი.

ფილმების წარდგენის ბოლო ვადაა 31 მარტი.

ფესტივალი ონლაინ–ფორმატში 1 მაისიდან 31 ივლისამდე გაიმართება. გამარჯვებული ჯილდოს სახით მიიღებს 1 ათას ევროს, ასევე გათვალისწინებულია ჟიურისა და მაყურებლის პრიზი.