ჯაღმაიძე: მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს
© Sputnik
„მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს ყველა მართლმადიდებელ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს უნდა ეხებოდეს. ეს არის ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა. რეზიდენციას აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ეს არის დევნა. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ბევრი მღვდელმთავრის სახელით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
გუშინ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც აივნის ხის მოაჯირი მოირღვა და რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა. დაპირისპირება ეპარქიის მსახურებს შორის – ერთი მხრივ, და სასულიერო პირებსა და მრევლს შორის – მეორე მხრივ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭყონდიდისა და მარტვილის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება აუკრძალა.