დათო ხუჯაძემ მომავალი მეუღლე აეროპორტში გაიცნო, სადაც ქალი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მომღერალმა მეუღლის შესახებ რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „არტ-FM“-ში ისაუბრა. მომღერლის თქმით, მისი მეუღლე პროფესიით ლოტბარია, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია.
45 წლის მომღერალმა ცოტა ხნის წინ მეორედ იქორწინა. საზოგადოებამ ამის შესახებ მომღერლის მიერ სოციალურ ქსელში მეორე ნახევრის ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ გაიგო.
დათო ხუჯაძე – ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელმაც მაყურებელს თავი ლირიკული სიმღერებით დაამახსოვრა. შემსრულებელი მრავალჯერ იქნა აღიარებული საქართველოში როგორც „წლის მომღერალი“, მიიღო მაყურებლის ჯილდო აზიის ფესტივალზე და გახდა „სლავური ბაზრის“ კონკურსის გრან-პრის მფლობელი.
თავდაპირველად ხუჯაძემ პოპულარობა მოიპოვა ჯგუფი „სახეს“ წყალობით 1997 წელს. ჯგუფი მღეროდა სიმღერებს სიყვარულსა და ურთიერთობებზე. ჯგუფის დაშლის შემდეგ ხუჯაძემ სოლო კარიერა დაიწყო.
ხუჯაძემ წლების წინ მოსკოვში ნათია ონიანზე იქორწინა, თუმცა წყვილი 2012 წელს დაშორდა. ამის შესახებ მომღერალმა „ნანუკას შოუში“ საკუთარი პირადი ცხოვრებისა და დანგრეული ოჯახის შესახებ ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ შვილის ნახვის უფლებას მისი ყოფილი ცოლი არ აძლევდა. თუმცა, თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი ფოტოებით ვიმსჯელებთ, ყოფილმა ცოლ-ქმარმა ურთიერთობა დაალაგა და დათო ბავშვს ხშირად ნახულობს.