საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს

ქალთა დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლ ქალბატონებს აჩერებდნენ, ულოცავდნენ და ყვავილებს ჩუქნიდნენ.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს ყვავილების თაიგულები მიართვეს.

უწყების ინფორმაციით, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს ყოველწლიურად აღნიშნავენ. 

დღესასწაული, როგორც გაზაფხულისა და სიყვარულის სიმბოლო, მდიდარია ტრადიციებით, თუმცა ყველაზე მთავარი — ქალისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებაა.