ქეთა თოფურიას მეუღლემ, ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქეთას ქალთა დღეს ულოცავს. როგორც ვიდეოში ჩანს, მომღერალი ამ ჟესტმა ძალიან გაახარა.
წყვილს 21 იანვარს საერთო შვილი - ადამი შეეძინა. ლევს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. როდესაც მისი ქორწინება დაინგრა, ამბობდა, რომ ვერ ათავსებდა ერთმანეთს ოჯახს და საქმეს, ამიტომ იყო, რომ ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს დაშორდა, თუმცა შვილებთან - ლეონიდთან და შოშანთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს.
ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც ჯგუფ A'Studio-ს სოლისტია, რამდენიმე თვის წინ მეორედ დაქორწინდა. როგორც ქეთა ამბობს, მეორე ნახევარი – ბიზნესმენი ლევ დენგოვი ერთი ნახვით შეუყვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ლევ დენგოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვიდანაა და მისი მრჩეველიცაა.
თავად ლევის ნამდვილი სახელი პაველ გუსბანდია. დაიბადა და გაიზარდა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, რაღაც პერიოდი ცხოვრობდა გერმანიაში. ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფი „არბატის“ წევრიც იყო.
ქეთა თოფურია ლევმა დაბადების დღეზე მშობლიურ მინსკში გაიცნო. მან დღესასწაულზე A'Studio მიიწვია, რომელიც მას და მის მშობლებს თანაბრად მოსწონთ. მას შემდეგ ქეთა და ლევი ერთად არიან მიუხედავად იმისა, რომ ლევმა პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ განაცხადა, რომ მეორედ აღარასდროს დაქორწინდებოდა.