მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ გასული წლის 11 მარტს ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის პანდემიის აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, მთელ პლანეტაზე კორონავირუსით 115 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა 2,5 მილიონზე მეტი.
სხვადასხვა ქვეყნებში გამოჩნდა ექსპრესიული გრაფიტი COVID-19-ის თემაზე, რამაც მყისიერად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ჟანრი ერთია, ხოლო კომპოზიციები მეტად მრავალფეროვანი: ფერთა გამაში გამოიხატება მოწოდებები, იმედი, შიში, ირონია. ავტორების ფანტაზიას საზღვრები არ აქვს, მათი გზავნილები კი პლანეტის თითოეული მოსახლისთვის გასაგებია.