დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მარტი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik

დღეს 2021 წლის 8 მარტია, ორშაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

დღეს არ ღის აჩქარება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. მით უფრო არ არის საჭირო ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზება. რაც არ უნდა გენიალური გეჩვენებოდეთ თქვენი იდეა, ყველაზე გონივრული იქნება, თუ ერთი დღე მაინც დაიცდით. დღეს ემოციები ლოგიკას ჯაბნის, ამიტომ შეცდომის დაშვების ალბათობა დიდია.

ადამიანის ბიოველზე ძალადობა: გათვალვა, ჯადო, წყევლა – გავლენის ძალა, თავდაცვის ხერხები>>

ვერძი: დღეს ამტანობის მარაგი, რაც გაგაჩნიათ, მთლიანად გამოგადგებათ. სამწუხაროდ, სულ მცირე ნაპერწკალსაც კი დიდი „ხანძრის“ გამოწვევა შეუძლია ქარიშხალთან ერთად, რომელიც ყველა საქმესა და გეგმას წალეკავს. ერთი სიტყვით, დღეს ყველანაირად უნდა მოერიდოთ ნებისმიერ ძლიერ ემოციას. და თუ იგრძნობთ, რომ მზად ხართ „აფეთქებისთვის“, ორგანიზმი უნდა აიძულოთ, ერთი დღე მაინც მოიცადოს – ხვალ „აფეთქება“ უფრო მშვიდად ჩაივლის ასეთი დამანგრეველი ეფექტი არ ექნება.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ინტუიცია ყველაზე მეტად განვითარებული

კურო: დღეს თქვენი გონება სხვადასხვა სახის გეგმებითა და პროექტბით იქნება სავსე. და ეს შესანიშნავია, რადგან სწორედ დღეს გაძლევთ ბედი ამ გეგმების რეალიზების მაქსიმალურ შანსს. მხოლოდ ეცადეთ, ამ დღის ასეთი მდიდარი შესაძლებლობები ფუჭ და უბრალო საქმეებზე არ დახარჯოთ. დღეს არ უნდა მოერიდოთ დიდ და ხმაურიან კომპანიებს, რადგან წარმატება სწორედ იქ გელოდებათ.

ტყუპი: დღეს არ ღირს, „აალების“ უფლება მისცეთ საკუთარ ვნებებს – ამას თქვენ მაგივრად სხვები გააკეთებენ. მთელი დღე მოგეჩვენებათ, რომ გარშემომყოფებს მეტი საქმე არა აქვთ და ისინი მხოლოდ თქვენს ნერვებზე თამაშობენ, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში მათ თავიანთი საქმეებიც ჰყოფნით. თქვენს ნერვებზე კი მხოლოდ დროდადრო ითამაშებენ.

კირჩხიბი: დღის განმავლობაში შესაძლოა მღელვარე გრძნობების ტყვეობაში აღმოჩნდეთ. ემოციების ნამდვილი ქარიშხალი შეიძლება რამე მოვლენამ ან მოულოდნელმა შეხვედრამ გამოიწვიოს. არც ისაა გამორიცხული, რომ ყოვლისმომცველმა ვნებამ შეგიპყროთ. მაგრამ რა გრძნობებიც არ უნდა ბობოქრობდეს თქვენში, აჯობებს, თუ ნაჩქარევ დასკვნებს არ გამოიტანთ. ერთ–ორ დღეში, შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები

ლომი: დღეს განსაკუთრებულ თავშეუკავებლობას გამოიჩენთ წვრილმანების მიმართ. მნიშვნელოვან საქმეებშიც შეიძლება პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ თქვენი რეაქცია წვრილმანებზე ხანდახან შეიძლება კომიკურიც იყოს. საუკეთესო გამოსავალი დღეს თქვენთვის ის იქნება, თუ აურაცხელ გაუგებრობას ხუმრობად აქცევთ, რადგან მათზე მშვიდად და ადეკვატურად რეაგირებას, დიდი ალბათობით, მაინც ვერ შეძლებთ.

ქალწული: დღეს მრავაფეროვანი ემოციების დაუოკებელ მორევში შეიძლება აღმოჩნდეთ. მთელი დღე მოვლენებისა და ყურადღების ცენტრში იქნებით. ამის გაკეთება კი ძალზე მარტივია – საკმარისია, სიმდიდრისა და წარმატების თემას შეეხოთ. ყველაფერი, რაც დიდ ფულსა და საზოგადოებაში მაღალ მდგომარეობას ეხება, დღეს განსაკუთრებულად აქტუალური იქნება გარშემომყოფებში. არ გაგიჭირდებათ თანამოაზრეების მოძებნა და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობები.

სასწორი: დღეს საკუთარი ენა უნდა აკონტროლოთ – არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ახლობლებს ზედმეტი რაღაცები უთხრათ და ამით თქვენი ურთიერთობები სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენოთ. ჩვეულებრივი საუბარი დღეს სწრაფად და შეუმჩნევლად, შესაძლოა, მაღალ ტონში საუბარში გადაიზარდოს და ჭურჭლის მსხვრევითაც დასრულდეს. ასე რომ არ მოხდეს, მოერიდეთ საჩოთირო თემებზე ლაპარაკს და არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთ პირად შეურაცხყოფაზე.

ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

მორიელი: დღეს უსასრულო საუბრები გელოდებათ. მთავარი თემა კი უმეტეს შემთხვევაში იქნება წარმატება და ფული და ასევე მსჯელობა იმაზე, თუ რატომ არ გაქვთ არც ერთი და არც მეორე. არ არის გამორიცხული, რომ ერთ–ერთი გულითადი საუბრის დროს თავადაც ვერ შეამჩნიოთ, ისე გადახვიდეთ საკუთარი ღირსებების შელამაზებაზე, რომ ეს დიდი ხნით დაამახსოვრდებათ, როგორც ყველაზე დიდი ფანტაზიორის სახე და დიდება.

მშვილდოსანი: ეს ის დღეა, როდესაც თქვენი კეთილდღეობა მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს და არაა აუცილებელი, რომ ეს საუკეთესო მიმართულებით მოხდეს. დღეს სიფრთხილე გმართებთ ნებისმიერ საკითხში, რომელიც ფულთან არის დაკავშირებული. ასევე არ გაწყენთ ყურადღება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. სამწუხაროდ, ნებისმიერ წვრილმან გაუგებრობასაც კი დღეს შეუძლება ქარიშხალი მოჰყვეს, რომლის დაცხრომა ძალიან რთული იქნება.

თხის რქა: დღეს „განდიდების მანიამ“ ან, უკიდურეს შემთხვევაში, „გიგანტიზმმა“ შეიძლება შეგიპყროთ. თუ გინდათ, უსიამოვნებებს აარიდოთ თავი, დღეს გმართებთ მეტი მოკრძალება და საკუთარი ამბიციების შესაძლებლობებთან შესატყვისებაში მოყვანა. გახსოვდეთ, რომ ნაპოლეონისმაგვარი გეგმები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ყველა ნაპოლეონს კარგად არ დაუსრულებია თავისი კარიერა.

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

მერწყული: დღეს ერთმანეთზე მიწყობით შეიძლება ჩაგივარდეთ გეგმები, რაც დინების წინააღმდეგ ცურვას გაიძულებთ. ამავე დროს, ასეთ მომენტებში უცნაურ პასიურობას იგრძნობთ და სურვილი არ გექნებათ, რომ ვითარებას შეებრძოლოთ. სამწუხაროდ, თუ ასეთ განწყობას აჰყვებით, ბევრ პრობლემას მოიხვევთ თავზე. ასე რომ, გინდათ თუ არა, მაინც მოგიწევთ დინების წინააღმდეგ ცურვა.

თევზები: დღეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ „რომელ ფეხზე ადგებით“. თუ „საჭირო“ ფეხზე ადგებით, ყველაფერი კარგად ჩაივლის ურთიერთობებში, და თან კარგად კი არა, შესანიშნავად. ხოლო თუ „საჭირო“ ფეხზე არ ადგებით, მთელი დღე ყველაფერი ხელიდან გაგისხლტებათ. ასე რომ, როცა დილით გაიღვიძებთ, მიმოიხედეთ და თუ მიხვდებით, რომ საჭირო განწყობა არა გაქვთ, ხელახლა დაწექით, იქნებ მეორე ჯერზე უფრო გაგიმართლოთ?