ჩხენკელი: ქალთა როლი საზოგადოებაში მშვიდობის დამყარების კუთხით განუზომელია

საქართველოში დღესასწაული, სადაც ეს დღე სხვა საბჭოთა ქვეყნების მსგავსად აღინიშნებოდა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაუქმდა. თუმცა 2002 წლის მარტში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, ქალთა საერთაშორისო დღემ დღესასწაულის სტატუსი კვლავ მოიპოვა.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი მიულოცა. 

„ძლიერი ქალები, ძლიერი საქართველო“: ქალების მხარდასაჭერად ევროკავშირი კამპანიას იწყებს

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის აქტიურ მონაწილეობას და ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„მოხარული ვარ, რომ დღესდღეობით საქართველოში უამრავი ქალი ემსახურება ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეს. ქალბატონებს ასევე დიდი წვლილი შეაქვთ კულტურის სფეროსა და სპორტის განვითარების საქმეში, რაც ძალიან საამაყოა. მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის“, – განაცხადა ჩხენკელმა.

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. ქალთა დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ, მათ შორის – საქართველოშიც. სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა დღის აღნიშვნის ტრადიცია განსხვავებულია — ზოგიერთ ქვეყნებში მას მასშტაბურად, ზოგან კი უფრო მოკრძალებულად ზეიმობენ.