ახალგაზრდებმა თბილისში კომენდანტის საათის გაუქმება მოითხოვეს – ფოტო

Sputnik

დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობდა აქციაში, რომელსაც უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი აშუქებდა. პროტესტს ძირითადად გამოთქვამდნენ ახალგაზრდები, თუმცა აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც – „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. 

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და შემთხვევების გარეშე ჩაიარა. ადგილზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა.

დასაწყისში დემონსტრანები თბილისის საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ დიდი ტრანსფარანტითა და პლაკატებით მოედნის ცენტრში გადაინაცვლეს წმინდა გიორგის ქანდაკებასთან.

მიტინგის დროს ავტომობილების მოძრაობა მოედანზე ნაწილობრივ შეიზღუდა.

1 / 19
აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა
2 / 19
აქციაში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების საშუალებით მოხდა
3 / 19
აქციის მონაწილეებს უამრავი პლაკატი ქონდათ თან
4 / 19
თავდაპირველად მათ თავი თბილისის საკრებულოს შენობასთან მოიყარეს
5 / 19
ერთი საათის შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა
6 / 19
მომიტინგეებს შორის ბევრი გოგონა იყო
7 / 19
გარკვეული დროის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს
8 / 19
აქციას უამრავი ბლოგერი და ფოტოგრაფი აშუქებდა
9 / 19
ახალგაზრდები საპროტესტო აქციაზე
10 / 19
დემონსტრანტებმა მოედნის ცენტრში წმინდა გიორგის ქანდაკებასთან გადაინაცვლეს
11 / 19
აქციის დასრულება 16:30 საათზე იგეგმებოდა, თუმცა უფრო დიდხანს გაგრძელდა
12 / 19
მოედანზე დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა
13 / 19
ყველა მათგანი პროტესტს გამოთქვამდა
14 / 19
მეპროტესტეები ქანდაკებასთან ისხდნენ
15 / 19
ზოგი კი ყავას მიირთმევდა
16 / 19
მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმება იყო
17 / 19
პანდემიის გამო საქართველოში ჯერ კიდევ ძალაში რჩება საღამოს 9 საათის შემდეგ თავისუფლად გადაადგილების აკრძალვა
18 / 19
იმოქმედებს თუ არა ეს აქცია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - ჯერ-ჯერობით უცნობია
19 / 19
მაგრამ ახალგაზრდა აქტივისტებმა პოზიცია მაინც დააფიქსირეს