ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
რეალურად კი, თუ მამაკაცებს ჰკითხავთ, მოსწონთ თუ არა ჭკვიანი ქალები, სავარაუდოდ, უმეტესობისგან დადებით პასუხს მიიღებთ. თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე ძალიანაც უნდათ ჭკვიან ქალებთან შეხვედრა–ურთიერთობა და ცხოვრებაც კი.
რაც შეეხება ბრძენ ქალებს, მათთან ცხოვრება თურმე ზოგ მამაკაცს ძალიან აშინებს, თუმცა, თუ სამართალია, პირიქით კი უნდა იყოს, ვინაიდან:
- ჭკვიანი ქალი, ქმრის შეცდომის აღმოჩენისას, ამ შეცდომას ცხვირწინ აუფრიალებს და შეახსენებს, რომ ამის შესახებ გააფრთხილა; ბრძენი კი მხარს დაუჭერს, გაამხნევებს, ხანდახან კი ისე მოიქცევა, თითქოს ვერაფერი შენიშნა.
- კრიზისულ ვითარებაში ჭკვიანი ქალი მართვის სადავეებს აიღებს ხელში და ქმარს სწორად ცხოვრებას ასწავლის; ბრძენი ქალი კი ძალზე ფაქიზად მიუთითებს მას მიმართულებას და მიმავალ გზაზე მხარს დაუჭერს.
- ჭკვიანი ქალი, მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვებს მათემატიკას მაინც ასწავლის; ბრძენი კი ყოველ მათგანში პიროვნებას დაინახავს.
- ჭკვიანი ქალი ეცდება სამსახურში სხვებზე უკეთესი იყოს და შეცდომები არ დაუშვას, ამასთან, კოლეგების უმრავლესობა მის მიმართ სიფრთხილეს გამოიჩენს; ბრძენი ქალი კი კოლექტივში სიყვარულისა და სითბოს ატმოსფეროს შექმნის.
- ჭკვიანი ქალი ჩაერევა თავისი ზრდასრული შვილების ცხოვრებაში, ეკითხებიან თუ არა, მისცემს მათ რჩევებს, მოუყვება მათ, როგორ უნდა გაზარდონ სწორად შვილები; ბრძენი ქალი კი შვილებს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებაში დაეხმარება და მხარს დაუჭერს მათ ნებისმიერ ვითარებაში.
- ჭკვიანი ქალი შეებრძოლება დედამთილის გავლენას, დაიცავს თავის დამოუკიდებლობას მშობლებისგან და იჩხუბებს მათთან რჩევების გამო; ბრძენი ქალი კი ისწავლის ღიმილს, მოისმენს მდუმარედ, დაეთანხმება, მაგრამ ყველაფერს თავისებურად გააკეთებს. სიყვარულით.
- ჭკვიან ქალს მთელი სამყაროს შეცვლა უნდა, თავის გარშემო ადამიანების "გადაკეთება"; ბრძენი ქალი თვითონ დაიწყებს შეცვლას და სხვებს ისეთს მიიღებს, როგორიც არიან.
- ჭკვიანი ქალი მიიჩნევს, რომ ბედნიერია ის, ვინც მართალია; ბრძენმა კი იცის, რომ მართალია ის, ვინც ბედნიერია.