გორში მცხოვრები შშმ სამხედროს გუნდმა „ეტლით თხილამურების ჩემპიონატი" მოიგო

სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა აჩვენეს, რომ ძლიერი ნებისყოფის შემთხვევაში სრულფასოვანი ცხოვრება შესაძლებელია
Sputnik

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. გუნდი გორიდან გახდა გამარჯვებული „ეტლით თხილამურების ჩემპიონატში", რომელიც ბაკურიანში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

ბაკურიანში შშმ პირთა მონაწილეობით ჩემპიონატი გაიმართა

წელს ჩემპიონატი მეორედ ჩატარდა. მასში სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი 30 სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას.

პირველი ადგილი სამხედრო მოსამსახურის, გორელი ვეფხია გელაშვილის გუნდმა გაიმარჯვა. ინდივიდუალურ პირველობაში შიდა ქართლის წარმომადგენლებმა მეორე ადგილი დაიკავეს. თავი ისახელა რევაზ გორგაძემ.

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.

სპორტული ტურნირი გაიმართა პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებიანი მდგომარეობის დამკვიდრებას.