თვალს ვერ მოწყვეტთ: ერთი წლის ყველაზე პოპულარული 314 ვიდეოს რვაწუთიანი ნაკრები

რეჟისორმა ლიუკ ბერჟერონმა ერთი წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული 314 ვიდეორგოლის ფრაგმენტებს ერთ ვიდეოში მოუყარა თავი და YouTube-ზე ატვირთა
Sputnik

რვაწუთიან ვიდეოში სხვადასხვა სიუჟეტი მოხვდა: ექსტრემალური ტრიუკები, ეფექტური ცეკვები, ხელის თხოვნა და სხვა ისეთი სცენები, რომლებმაც მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო.

ბერჟერონის თქმით, ვიდეორგოლის დამზადებაზე 280 საათი დაიხარჯა. საინტერესო რგოლის მოსაძებნად რეჟისორს კვირაში 40 საათი სჭირდებოდა.