გამარჯვება პანდემიის ფონზე: საქართველომ სომხეთი ფუტსალში ანგარიშით 5:0 დაამარცხა - ფოტო

Sputnik

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის გუნდი ევრო-2022-ის შესარჩევ მატჩში 5:0 დაამარხა. კორონავირუსის პანდემიის გამო თამაში მაყურებლის გარეშე ჩატარდა, მატჩზე ჟურნალისტების შეზღუდული რაოდენობა დაუშვეს. 

ფუტსალში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების შეხვედრაში ქართველებმა გაიმარჯვეს – ვიდეო

მატჩის გმირები გახდნენ ბრაზილიელი ელისანდრო, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა, და არჩილ სებისკვერაძე, რომლის ანგარიშზეც დუბლი ჩაიწერა.

ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. მოგვიანებით ამავე ჯგუფიდან ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რუსეთისა და საფრანგეთის გუნდები. რუსეთის ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ოთხეულში პოზიციას შეინარჩუნებს.

ევრო-2022-ის მომდევნო შესარჩევ მატჩში საქართველო კვლავ დაუპირისპირდება სომხეთს. თამაში 10 მარტს ერევანში გაიმართება.

1 / 12
მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა ბრაზილიელი ელისანდრო
2 / 12
მატჩში ელისანდრომ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა
3 / 12
ქართველი სპორტსმენების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სამწუხაროა, რომ პანდემიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა
4 / 12
ქართულმა ნაკრებმა თამაში წარმატებულად დაიწყო
5 / 12
მესამე გოლი ელისანდრომ მეორე ტაიმში გაიტანა
6 / 12
სომეხი სპორტსმენები საკმაოდ აქტიურად ცდილობდნენ შეტევას, თუმცა წარუმატებლად
7 / 12
საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა იყო სახიფათო მომენტებიც
8 / 12
მიუხედავად მცდელობებისა, სომხურმა გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო
9 / 12
ქართული ნაკრების მეკარეს ბურთი სახეში ძლიერად მოხვდა, თუმცა თავი მალევე უკეთ იგრძნო
10 / 12
თამაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა
11 / 12
ბოლო ორი გოლი სებისკვერაძემ გაიტანა. ბოლო გოლი მან ცარიელ კარში გაიტანა, რადგან სომეხი მეკარე შეტევაში ჩაერთო და მოედნის შუაში აღმოჩნდა
12 / 12
შემდეგ შესარჩევ მატჩში საქართველო კვლავ სომხეთს დაუპირისპირდება. თამაში ერევანში 10 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება