ცნობილი გახდა უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: თებერვლის სტატისტიკა

საქართველოში 1 იანვრიდან ამოქმედდა ტყის კოდექსი, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი - Sputnik 2021 წლის თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 273 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოში ტყის კოდექსი ამოქმედდა

უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 98 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 42 ფაქტი, იმერეთში - 34, აჭარაში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 23, ქვემო-ქართლში - 21, შიდა ქართლში - 12, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 5, მცხეთა-მთიანეთშიც - 5, გურიაში - 3, თბილისში - 1.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 684 კუბური მეტრი ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.

საქართველოში 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.