ყვითელი ამბები

თიკა ჯამბურია 30 წლის გახდა – ნახეთ როგორი იუბილე ჰქონდა მომღერალს პანდემიისას – ვიდეო

თიკა ჯამბურია ბავშვობიდანვე მოექცა ყურადღების ცენტრში. პოპულარული მომღერალი უკვე 30 წლისაა და არაჩვეულებრივად გამოიყურება.
Sputnik

ცნობილი მომღერალი 30 წლის გახდა და დაბადების დღის აღნიშვნა მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მომღერალმა არჩევანი მინიმალისტურ სუფრაზე შეაჩერა და საუკეთესო ხედი აირჩია.

პოპულარული მომღერალი რამდენიმე თვეა საუკეთესო ფორმაშია. ზედმეტ კილოგრამებს აქტიურად ებრძვის დაბალანსებული კვებით და ფეხით სიარულით. უახლეს ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ გახდა არტისტი.

აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავმა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიმართა. ახლა მის რაციონში მხოლოდ ნატურალური საკვებია. „საკუთარ თავზე მუშაობა რომ დავიწყე და წონაში დავიკელი, ხალხისგან მოწონება დავიმსახურე და მეტად თავდაჯერებული გახვდი. ახლა, სიმართლე რომ გითხრათ, საკუთარი თავი ძალიან მომწონს“, – აღნიშნა თიკამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

მომღერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ძველი თუ ახალი სიმღერები სხვადასხვა თაობის მსმენელმა ზეპირად იცის. პოპულარულ მომღერალს სკანდალური ცხოვრება აქვს, ეკრანებზე კი თითქმის აღარ ჩნდება. სწორედ ამიტომ სოციალური ქსელის გვერდი გაააქტიურა.

წლების წინ მისი ვიდეოკლიპები და სიმღერები მოწინავე ადგილს იკავებდა. ახლა თიკა ქალიშვილის აღზრდითაა დაკავებული და ერთადერთ შვილს დიდ ენერგიას უთმობს.