ყვითელი ამბები

„ბოდიში, დე...“ - თეა დარჩია გარდაცვლილ დედას პატიებას სთხოვს

„სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე სოციალურ ქსელში ამაღელვებელ განცხადებას ავრცელებს. ნახეთ რატომ ებოდიშება თეა დარჩია დედას
Sputnik

მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში გარდაცვლილ დედას იგონებს. დარჩია ემოციური პოსტით დედას პატიებას სთხოვს, რადგან ისე ვერ მოუარა და გაუფრთხილდა, როგორც იმსახურებდა.

მოცეკვავის თქმით, რაც უფრო ბევრი დრო გადის და შვილები იზრდებიან, მით უფრო ხვდება და აფასებს დედის ფასს და სიყვარულს.

„სუხიშვილების“ ყოფილ მოცეკვავეს თეა დარჩიას ოთხი შვილი ჰყავს – 28 წლის მარიამი, 18 წლის მირიანი, 9 წლის იოანა და 6 წლის გაბრიელი. მცირეწლოვან ბავშვებს თეასთვის ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოველთვის წარმატებული და აქტიური ყოფილიყო.

გენეტიკის წყალობით ფორმაშიც მალევე დგებოდა და საყვარელ საქმეს უბრუნდებოდა. თეას შვილები ისე გაიზარდნენ, რომ ძიძა არც ერთისთვის არ აუყვანია, ძირითადად ოჯახის წევრები – დედა და და ეხმარებოდნენ, თუმცა ამ საქმეში ძირითადი წვლილი მაინც მის მეუღლეს მიუძღვის.