რუსეთში „სპუტნიკ ლაიტის“ კვლევის მეორე ფაზა დასრულდა

„სპუტნიკ ლაიტი“ წარმოადგენს „სპუტნიკ V"-ს პირველ კომპონენტს, რომელიც გამალეის ცენტრმა შეიმუშავა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტის“ კლინიკური გამოცდის მეორე ფაზის დასრულების შესახებ განაცხადა, იუწყება РИА Новости.

კვლევის შედეგები შესაფასებლად ექსპერტებს გადაეგზავნა.

გარდა ამისა, უკვე მიღებულია ნებართვა ტესტირების მესამე ფაზის ჩატარების შესახებ. კვლევა, რომელიც ორ ჯგუფზე (პლაცებოს გამოყენებით) ჩატარდება, 2022 წლის 28 იანვრისთვის უნდა დასრულდეს. 

ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტი“ რუსეთში რეგისტრაციას გაივლის

„სპუტნიკ ლაიტი“ – ერთკომპონენტიანი ვაქცინაა, რომლის შემადგენლობაში იგივე სტრუქტურებია, რომლებსაც „სპუტნიკ V" მოიცავს. „სპუტნიკ ლაიტი“ არ შეიცავს თავად COVID-19-ს, შესაბამისად, აცრის შედეგად კორონავირუსით დაინფიცირება შეუძლებელია.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელის კირილ დმიტრიევის განცხადებით, „სპუტნიკ ლაიტი“ ძირითადად ორიენტირებულია საერთაშორისო ბაზრებზე, იქ, სადაც ძლიერი ეპიდემიოლოგიური კერები არსებობს, ხოლო რუსეთში ფლაგმანად „სპუტნიკ V" დარჩება.

გამალეის ცენტრის ხელმძღვანელის ალექსანდრ გინცბურგის თქმით, „სპუტნიკ ლაიტი“ წარმოადგენს „სპუტნიკ V"-ს პირველ კომპონენტს. ვაქცინით აცრა პირს ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში იცავს და დაავადების მძიმე მიმდინარეობის ალბათობის შემცირების საშუალებას იძლევა. აცრის ეფექტურობა დაახლოებით 85%-ს შეადგენს, დასძინა მეცნიერმა.