ყვითელი ამბები

„ბევრი ეპრანჭება და სოციალურ ქსელშიც წერენ...“- რატომ არ ეჭვიანობს ხატია სიჭინავა მეუღლეზე

ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძის წყვილი წლებია აქტუალობას არ კარგავს. ხატია დარწმუნებულია, რომ მეუღლე არასდროს უღალატებს
Sputnik

ყოფილი ტელეწამყვანი და სამოქალაქო აქტივისტი ხატია სიჭინავა, რომელიც ცნობილი სპორტსმენის რამაზ ნოზაძის მეუღლეა, დარწმუნებულია, რომ მის ქმარს ბევრი ქალი ეპრანჭება და სოციალურ ქსელებშიც სწერენ, თუმცა მაინც დარწმუნებულია, რომ რამაზი არ უღალატებს.

„საერთოდ, მგონია, ეჭვიანობა იმას ნიშნავს, ერთხელ, მეორედ, მესამედ თავს რომ ტყუილად გამართლებინებენ, მეოთხეჯერ უბრალოდ მოგინდება, მოდი, დავაშავებ და ისე ვიმართლებ თავს. არ მიფიქრია, რომ ჩვენი იდეალური ოჯახი შეიძლება რაღაც უაზრო მესიჯმა დაანგრიოს“, - ამბობს ხატია. რამაზის თქმით, ამ ყველაფერს ადრე მორჩა, ახლა კი, როცა ოთხშვილიანი ოჯახი ჰყავს, საქართველოს უნდა გაუზარდოს შვილები.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

რამაზ ნოზაძეს და ხატია სიჭინავას ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უმცორი - ნანატრი ვაჟი წყვილს რამდენიმე თვის წინ ეყოლა.