COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმო კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს

ახლა „ევროპული სოლიდარობაა“ საჭირო და კატეგორიულად არ შეიძლება, რომ ვაქცინირებული მდიდარი რეგიონები იყვნენ, ხოლო სხვები – არა, აცხადებენ ორგანიზაციაში
Sputnik

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის დასრულების იმედი 2022 წლისთვის უნდა გვქონდეს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ გამოცემა Welt–თან ინტერვიუში.

„ცეცხლი ჯერ არ ჩამქრალა“: ევროპაში COVID-19-ის შემთხვევები იზრდება – ჯანმოს განცხადება>>

„2021 წელი COVID–ის კიდევ ერთი წელი იქნება, მაგრამ უფრო პროგნოზირებადი და მართვადი. 2020 წელი იყო terra incognita, სამეცნიერო და პოლიტიკური „უკუნი“. ერთი წლის შემდეგ ბევრად მეტი ვიცით. გვაქვს ინსტრუმენტები, დიაგნოსტიკური პროგრამები, გვაქვს ვაქცინა“, – განაცხადა მან.

საქართველომ COVAХ–თან ყველა ვალდებულება შეასრულა და ვაქცინას მიიღებს – ჯანმო

კლუგემ განმარტა, რომ ჯანმოს მუშაობაში მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმვა, ამიტომ ის ვარაუდობს, რომ შემდეგი წლის დასაწყისიდან პანდემია დასრულდება.

„რაც არ ნიშნავს, რომ ვირუსი გაქრება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის საჭირო აღარ გახდება ჩარევა“, – დასძინა მან და აღნიშნა, რომ ახლა აუცილებელია „ევროპული სოლიდარობა“, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება მხოლოდ მდიდარი რეგიონები აიცრან, ხოლო სხვები – არა.

მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოხსნიან ქვეყნები შეზღუდვებს – თუ ეს ძალიან სწრაფად მოხდება, სიტუაცია საწყის ეტაპს დაუბრუნდება.