ევროპაში 2021 წლის საუკეთესო ავტომობილები დაასახელეს - ფოტო

Sputnik

პრეტენდენტები 29 ავტოჟურნალისტმა შეაფასა, რომლებიც ევროპის 23 ქვეყანას წარმოადგენდნენ.

კონკურსი Car of the Year 1964 წლიდან იმართება. გასულ წელს მასში კომპაქტურმა ჰეჩბეკმა  Peugeot 208-მ გაიმარჯვა.

1 / 8
პირველ ადგილზე კომპაქტური ჰეჩბეკი Toyota Yaris გავიდა
2 / 8
Yaris-მა აქამდეც გაიმარჯვა პრესტიჟულ კონკურსში – 2000 წელს ის პირველი თაობის საუკეთესო ჰეჩბეკად დასახელდა
3 / 8
მეორე ადგილი იტალიურ ელექტრომობილ Fiat 500-ს ერგო
4 / 8
მესამე ადგილი დაიკავა კროსოვერმა Cupra Formentor. ბრენდი Cupra ახალგაზრდებისთვის შექმნეს Seat-ის მარკეტლოგებმა. ერთი ქულის სხვაობით მეოთხე ადგილზე გავიდა ელექტრომობილი VW ID.3. რეიტინგში მომდევნოები არიან Skoda Octavia და Land Rover Defender, ხოლო ტოპ პრიზიორების ბოლოში აღმოჩნდა ელექტრომობილი Citroen C4
5 / 8
ეს კი Cupra-ს მონათესავე VW ID.3 ელექტროჰეჩბეკია
6 / 8
კონკურსის ჟიურიმ Škoda Octavia ლიფტბეკს მეხუთე ადგილი მიანიჭა
7 / 8
ახალი Land Rover Defender ბოლო წინა ადგილს დასჯერდა – ევროპაში დიდი ყველგანმავლები უკვე ნაკლებად პოპულარულია
8 / 8
ხოლო ბოლო ადგილზე ელექტრომობილი Citroen e-C4 მოხვდა