ნინო ნადირაძე და ბაია კუზანოვა „პოსტივის“ სტუმრობდნენ და დედა-შვილობის შესახებ ისაუბრეს. ბაიამ აღნიშნა, რომ ნინო საკმაოდ მკაცრი ადამიანია.
„მოდი ვაღიაროთ, რომ ნინო ძალიან მკაცრია. ჩემთან მიმართებაში ცოტა რთულია ამის თქმა, პირადად ჩემთვის არაფერი დაუშლია არასდროს, მაგრამ სულ იმას მეუბნებოდა, უნდა ვიცოდე, სად ხარო, რომ თუკი დამჭირდა, მოგძებნოო. მაგრამ სამსახურში უნდა ნახოთ, როგორი მკაცრია, გული გაგისკდებათ. ასეა ნამდვილად, თუმცა ეს უფრო მეტად სამართლიანი სიმკაცრეა“, - აღნიშნა ბაიამ.
ცნობილი ექიმების ნინო და გუგა კუზანოვების შვილი ახალბედა დედაა. ბებიამ და ბაბუამ სამშობიაროდან შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო 3 აგვისტოს გამოაქვეყნეს. ბაია კუზანოვა, თავის მხრივ, პატარა ბიჭუნას მოვლას, ოპერაციებზე დასწრებას, პლასტიკურ ქირურგიაში მონაწილეობას და მეგობრებთან ერთად დროის გატარებასაც ახერხებს.
ბაია კუზანოვა 2019 წელს გათხოვდა. ახალგაზრდა ექიმის მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია. დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ. „თავად როგორც უნდოდათ, ზუსტად ისეთი ქორწილი გადაიხადეს. ბაიას სურვილით ქორწილი ჩვენი სახლის ეზოში გადავიხადეთ, ვერ გველევა. რეტრო საქორწინო ცერემონიალი იყო, შავი ძველი ბეემვეთი მოვიდნენ“, – ამბობდა ნინო კუზანოვა.
ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს, ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს, დღემდე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებიან.