COVID-19 საქართველოში – 5 მარტის მონაცემები

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 22.022 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,77%, ბოლო 14 დღის - 1,62%, ბოლო 7 დღის - 1,31%
Sputnik

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 390-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.262-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 266.253 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 172), გარდაიცვალა – 3.563 (ბოლო 24 საათში – 10), კარანტინის რეჟიმშია 300, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.379 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 154 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 22.022 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13.350, PCR-ტესტით – 8.672.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,77%, ბოლო 14 დღის - 1,62%, ბოლო 7 დღის - 1,31%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.