ვეტერანი ფეხბურთელი თენგიზ სიჭინავა გარდაიცვალა

თენგიზ სიჭინავა კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ქართულ კლუბებში ირიცხებოდა. ის ასევე რამდენიმე გუნდში მწვრთნელის პოზიციას იკავებდა
Sputnik

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრ თენგიზ სიჭინავა 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

თენგიზ სიჭინავა საფეხბურთოს კარიერის განმავლობაში, სოხუმის „დინამოში“ (1989), „ცხუმში“ (1990-1993), ბათუმის „დინამოში“ (1993-2001), კალინინგრადის „ბალტიკაში“ (2001), სმოლენსკის „კრისტალში“ (2002-03), თბილისის „ლოკომოტივსა“ (2004) და ბოლნისის „სიონში“ ( 2003, 2006-07) თამაშობდა.

საფეხბურთო კარიერის შემდეგ სიჭინავამ ბედი სამწვრთნელო კარიერაშიც გამოსცადა. ის „ცხინვალში“, „გაგრასა“ და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა.

ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებში იოჰან ბოსკამპის მწვრთნელობის დროს ასპარეზობდა და 10 მატჩი გამართა.