სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხანძარია

ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა, ახლოს მდებარე ტყეში ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანთან ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია.

ახლოს მდებარე ტყეში ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.

ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

2020 წელს დაფიქსირდა 13.511 ხანძარი, რა დროსაც 65 ადამიანი დაიღუპა და 303 დაშავდა.