სამყარო მუსიკის გარეშე: როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება? – შემეცნებითი ვიდეო

გიყვართ მუსიკა და სიმღერა? წარმოგიდგენიათ სამყარო მათ გარეშე? ალბათ ჩვენი ცხოვრება საშინლად მოსაწყენი და უინტერესო იქნებოდა...
Sputnik

წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობს არანაირი მელოდია, არანაირი რიტმი, საერთოდ არაფერი, რაც ადამიანის ყურს ასე ძალიან სიამოვნებს, სხეული კი მას, ხანდახან, ძალაუნებურად ჰყვება რიტმულად.

მუსიკის გარეშე არ იარსებებდა უამრავი კულტურა, ადამიანებს არ ეცოდინებოდათ ცეკვა და სიმღერა, ფილმები კი მეტისმეტად მოსაწყენი და ნაკლებად სანახაობრივი იქნებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, სამყარო სულ სხვაგვარად განვითარდებოდა.

რატომ შექმნა ადამიანმა მუსიკა? აქვს თუ არა მას გავლენა ჩვენს ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე? რა დატვირთვა აქვს მუსიკას ჩვენ ყოველდღიურობაში? ამ ყველაფერზე პასუხს ვიდეოდან მიიღებთ.