ნაზი ჯანეზაშვილი: ამ გზით მოსამართლეებს არ უნდა ნიშნავდნენ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს.
Sputnik
ნაზი ჯანეზაშვილი: ამ გზით მოსამართლეებს არ უნდა ნიშნავდნენ
„კანონით არის დადგენილი ვადები, როდესაც უნდა დაიწყოს კანდიდატების მოსმენა. მეორე და მესამე კონკურსის დროს ეს ვადები არ ყოფილა დაცული და გასაუბრება დღემდე არ დაწყებულა მიუხედავად იმისა, რომ ის იანვარში და თებერვალში უნდა დაწყებულიყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კითხვებს აჩენს უშუალოდ გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი პირველ კონკურსთან მიმართებაში, რომელმაც მიიღო არასტაბილური ხასიათი და ამ საკითხზე დამაჯერებელი პასუხი არ გაუცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს, ჯანეზაშვილის თქმით, ამ დროისათვის უკვე 80 განცხადებაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტის დასაკავებლად განცხადების შეტანა შეეძლოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 30 წელზე მეტია, მოქმედ მოსამართლეებს არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეებს პროფესიული მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილებით.