ყვითელი ამბები

„არ გაიმეოროთ!“ - ნანიკო ხაზარაძე შვილს იარაღს უმიზნებს - უცნობი ფოტო

ლილუ და ნანიკო, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ.
Sputnik

ტელეწამყვანმა დედის დღესთა დაკავშირებით უცნობი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის წლების წინ პატარა ლილუს სათამაშო იარაღს უმიზნებს. „დედა ვიცი მე პაპიროსით და იარაღით. არ გაიმეოროთ, მეც მეყოფა“, - წერს ნანიკო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“.

საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ცნობილი სახეების შვილებს სოციუმში თავის დამკვიდრება უჭირთ. ეს სტერეოტიპი ნანიკო ხაზარაძეს და მის ლაღ ქალიშვილს არ ეხებათ. წარმატებული ტელეწამყვანის თქმით, ერთადერთ ქალიშვილს არასდროს არაფერს უკრძალავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო და ლილუს მამა ძალიან მალე დაშორდნენ, ნანიკომ ყველა ძალა მოიკრიბა და ცხოვრება შვილთან ერთად ახალი ფურცლიდან დაიწყო. ლილუ და ნანიკო, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ. ლილუ სკოლის მოსწავლეა, თუმცა დედა დამოუკიდებლობას არ უშლის.

ნანიკო ხაზარაძეს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს. უსაყვარლესმა გოგონამ ლილუ ნუცუბიძემ სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო. ყვავილებით დაინტერესებულმა თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სკოლის მოსწავლემ სამსახური თბილისის ცენტრში იპოვა. ამის შესახებ ნანიკო ხაზარაძემ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ლილუ სამსახურში“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ლილუს ფინანსურად დედა უზრუნველყოფს, გოგონამ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ლილუ ნუცუბიძე გამყიდველად მუშაობს „ყვავილების ქარხანაში", რომელიც პეტრიაშვილის ქუჩის დასაწყისშია.