კატა სახურავზე: ჩქაროსნული მატარებელი ფისოს გამო გააჩერეს

მანამდე გერმანიაში ოცზე მეტი მატარებლის მოძრაობა იყო შეჩერებული დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გედის გამო, რომელიც თანამგზავრს გლოვობდა პირდაპირ რელსებზე
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ლონდონიდან მანჩესტერისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებლის გაშვება კატის გამო შეყოვნდა, რომელიც შემადგენლობის სახურავზე იჯდა, იუწყება გაზეთი Guardian–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 2 მარტის საღამოს მოხდა. მატარებლის გასვლამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე სადგურის თანამშრომლებმა დაინახეს, რომ მის სახურავზე კატა იჯდა — 25 000 ვოლტიან საკონტაქტო სადენთან სახიფათოდ ახლოს.

​კატა არანაირად არ რეგირებდა შეძახილებზე და ადგილიდან არც კი იძვროდა. ამიტომ მგზავრები სათადარიგო შემადგენლობაში გადაიყვანეს გასამგზავრებლად, ხოლო სადგურის თანამშრომლებმა ჯიუტი ფისოს გადარჩენის ოპერაცია განაგრძეს.

მგლოვიარე გედის გამო მატარებლების მოძრაობა ერთი საათით შეჩერდა

მისი სახურავიდან ჩამოსმა დაახლოებით ორი საათისა და 30 წუთის შემდეგ მოხერხდა, როდესაც ვიღაცამ მოიფიქრა და ნაგვის ურნა ასწიეს კატამდე, რითაც ცხოველს ერთგვარი პლატფორმა შეუქმნეს ჩამოსასვლელად.

ისიც ადგა და ძალიან მშვიდად ჩამობრძანდა, შემდეგ კი, როგორც სადგურის თანამშრომლები ამბობენ, ისეთი სერიოზული გამომეტყველებით წავიდა სადღაც, თითქოს რამე საქმეები ელოდებოდა.

როგორ აღმოჩნდა კატა მატარებლის სახურავზე, აქამდე არავინ იცის. როგორც სადგურის მენეჯერმა განაცხადა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კატა მატარებლის თავზე აძვრა — აქამდე ამას მხოლოდ ფრინველები აკეთებდნენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში ოცზე მეტი მატარებლის მოძრაობა იყო შეჩერებული დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გედის გამო, რომელიც თანამგზავრის დაღუპვას გლოვობდა პირდაპირ რელსებზე.