კალინინგრადის ენერგეტიკულ ობიექტზე ტერაქტი აღიკვეთა: უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

დაკავებულს ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი სიძულვილი ამოძრავებდა, ნათქვამია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის რელიზში
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც კალინინგრადის ოლქში ენერგეტიკულ ობიექტზე ტერაქტს ამზადებდა, იუწყება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური.

რუსეთში ტერაქტი აღკვეთეს: უსაფრთხოების ფედერალური სამსახური განცხადებას ავრცელებს

მათი ინფორმაციით, დაკავებულის მოტივი არსებული ხელისუფლებისადმი სიძულვილია.

„აღკვეთილია ტერაქტი კალინინგრადის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტზე. დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც ტერაქტს მოქმედი ხელისუფლებისადმი სიძულვილის მოტივით გეგმავდა ამასთან რეგიონის მცხოვრებლებს ტერორისტულ საქმიანობაში ჩასართავად იბირებდა“, — ნათქვამია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის რელიზში.

აღსანიშნავია, რომ ფიგურანტის სახლში აღმოჩენილია თვითნაკეთი ბომბი, მისი დამზადების ინსტრუქცია და კომპონენტები. გარდა ამისა, ძალოვანებმა იქვე იპოვეს „რუსეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების შეურაცხმყოფელი მასალები“.

რელიზში არ არის დაკონკრეტებული, როდის დააკავეს ტერაქტის დამგეგმავი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღკვეთის ღონისძიება ჯერჯერობით შეფარდებული არ არის, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა. რომ ეს ამ დღეებში მოხდა.

ამ დროისათვის აღძრულია  სისხლის სამართლის საქმე.