სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, პირველი კლასის რიგითმა განწესში მორიგეობის დროს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე თავისივე იარაღიდან გასროლის შემდეგ დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს სამხედრო მოსამსახურის ოჯახს.