ძლიერი მიწისძვრა და ნგრევა საბერძნეთის თესალიაში – ვიდეო

ოთხშაბათს ცენტრალურ საბერძნეთში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც სოფელ დამასში და მთელ თესალიის რაიონში შენობების ნგრევა მოჰყვა.
Sputnik

რეგიონში ასობით შენობას მიადგა სერიოზული ზიანი, ზოგიერთი მათგანი მთლიანად დაინგრა. ხელისუფლება საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, სანამ საბერძნეთის სამხედრო ძალები კარვებს შლიან.

დამასში მოსახლეობა ფეხბურთის სტადიონზე შეიკრიბა ახალი ბიძგების საშიშროების გამო.

„მე მინდორში ვმუშაობდი, ჩემი მეუღლე კი, მადლობა ღმერთს, სახლიდან ბაღში გავიდა, ჩვენი შვილებიც სკოლაში იყვნენ და ისინი გადარჩნენ. შეშინებული სახლისკენ გავემართე, როდესაც მივუახლოვდი, გარშემო მტვრის ღრუბელი დავინახე და შევემზადე იმისთვის, რაც შეიძლებოდა მენახა“, – იხსენებს ადგილობრივი მკვიდრი.

სერიოზულად დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისძვრა იგრძნობოდა ალბანეთში, კოსოვოში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროში.