ახალი ზელანდიის ნაპირებთან ერთ დღეში ორი მძლავრი მიწისძვრა მოხდა

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ დროისათვის ახალი ზელანდიის ნაპირებთან 12 აფთერშოკი მოხდა.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ახალი ზელანდიის ნაპირებთან 7,5 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა, იუწყება აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS).

ათენიდან სალონიკამდე: საბერძნეთში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ვიდეო

მიწისძვრა უნივერსალური კოორდინირებული დროით (UTC) 17:41 საათზე მოხდა (თბილისის დროით 21:41). მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ უანგარეიდან 998 კილომეტრში მდებარეობდა. კერა კი 55,6 კილომეტრის სიღრმეზე.

დღესვე ახალი ზელანდიის სანაპიროსთან უნივერსალური კოორდინირებული დროით (UTC) 13:27 საათზე (თბილისის დროით 17:27) 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ გიზბორნიდან 238 კილომეტრში მდებარეობდა. კერა კი 10 კილომეტრის სიღრმეზე.

მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ამის შესახებ ცუნამის ამერიკის ცენტრი (Pacific Tsunami Warning Center) იუწყებოდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამ დროისათვის ახალი ზელანდიის ნაპირებთან 12 აფთერშოკი მოხდა.