საარჩევნო რეფორმა: თალაკვაძემ ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომლებიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას საარჩევნო კოდექსში შესწორებების პაკეტზე მსჯელობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

საარჩევნო სისტემის რეფორმა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

რა არ მოსწონს კახა კახიშვილს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტში

თებერვლის დასაწყისში პარტიებმა „მოქალაქეები“ და „ქართული ოცნება“ საარჩევნო რეფორმისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს. ეს გახდა პირველი ნაბიჯი, რომელიც ორ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით გადაიდგა. მოგვიანებით მემორანდუმს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შეუერთდნენ. ცვლილებები ეხება როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ არჩევნებს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ისინი თვალს ადევნებენ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას.

„მოგეხსენებათ, ოპოზიციამ ეს საკითხი მოლაპარაკებების დღის წესრიგშიც კი შეიტანა. მინდა მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფის წევრებს, ვინც საარჩევნო რეფორმის ახალ პაკეტზე იმუშავა. ეს არის ეუთოს რეკომენდაციების განხორციელების მიზნით შემუშავებული პაკეტი, სადაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმებია გათვალისწინებული“, – აღნიშნა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

რა ცვლილებები შედის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „საარჩევნო კოდექსში“>>

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციიდან ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს მიმართა.

„ოპოზიციის მეორე ნაწილს პროცესში ჩართვა თუ სურს, კონკრეტული მოსაზრებები, დასაბუთებული შეთავაზებები თუ აქვთ, პროცესი სამი მოსმენის ფარგლებში გახსნილი იქნება იმ ოპოზიციისთვის, ვისაც სურს პარლამენტში ჩაერთოს ამ სამუშაო პროცესსა და განხილვებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კანონპროექტის ნაწილს საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, შესაბამისად, მას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ პარლამენტის მუშაობაში კიდევ 17 დეპუტატი ჩაერთვება – საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებოლად 113 ხმაა საჭირო.

ღარიბაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში „წითელ ხაზს“ ასახელებს

საარჩევნო რეფორმა მთელ რიგ ცვლილებას ითვალისწინებს. პირველ რიგში ესაა ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმების დათვლის ელექტრონული სისტემების შემოღება, იზრდება საარჩევნო საკითხთან დაკავშირებული საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადები. მომდევნო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-ზე ქვემოთ დადგინდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის მომდევნო არჩევნებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის თვითმმართველ ქალაქებში ყოველ ერთი მაჟორიტარ წევრზე იქნება ოთხი პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.

„ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ პარლამენტს საარჩევნო რეფორმის პროექტი წარუდგინეს>>

საარჩევნო ბარიერი ქალაქის თვითმმართველობებში – თბილისის საკრებულოს შემთხვევაში შეადგენს 2,5%-ს, სხვა თვითმმართველობებში – არაუმეტეს 3,2%-ს. OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად განახლდება.