თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ინდოეთის ქალაქ აგრას პოლიციამ ტაჯ–მაჰალის მავზოლეუმში ევაკუაცია გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო, იუწყება გამოცემა Hindustan Times ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.
„2021 წლის 4 მარტს ნომრიდან 8318881301 შემოვიდა ინფორმაცია, რომ ტაჯ–მაჰალის სიახლოვეს ბომბი იყო დადებული, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ აფეთქდებოდა“, — წერს აგრის პოლიცია Twitter-ზე.
ინდოეთის ცენტრალურმა საპოლიციო ძალებმა და აგრის პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყეს ბომბის ძებნა და ტურისტების ევაკუაცია მავზოლეუმიდან. ადგილზე გამოიძახეს გამნაღმველებიც.
მოგვიანებით აგრის გენერალურმა ინსპექტორმა გაავრცელა განცხადება, რომ ტაჯ–მაჰალში ბომბი არ აღმოჩნდა.
ტელეარხ Zee news-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, სატელეფონო ზარი ქალაქ ფეროზაბადიდან განხორციელდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს ზარის ავტორის ძებნა. მუზეუმი კი კვლავ გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის.