თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წელს ამხანაგურ შეხვედრებს ბელარუსის, რუმინეთისა და ინგლისის ახალგაზრდულ გუნდებთან გამართავს. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
პირველ შეხვედრას ქართველი ახალგაზრდები 29 მარტს გორის სტადიონზე ბელარუს თანატოლებთან გამართავენ. შემდეგი ორი შეხვედრა კი მოგვიანებით, 7 სექტემბერსა და 16 ნოემბერს ჩაინიშნა. სექტემბერში ჩვენი ნაკრები რუმინეთს შეხვდება, ხოლო 16 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ინგლისს დაუპირიპირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ინგლისის შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.
ჩვენი ნაკრები აღნიშნულ მატჩებს 2023 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გამართავს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი კარიერას რუსეთში გააგრძელებს>>
საქართველოსა და რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებები, როგორც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები, საკვალიფიკაციო ეტაპზე არ თამაშობენ. ისინი ტურნირში მასპინძლის სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას.
ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 2023 წლის ზაფხულში გაიმართება.