აშშ-ში კინოსამყაროს პრესტიჟული ჯილდოს - „ოქროს გლობუსის“ 78-ე ცერემონია გაიმართა. ნომინანტები 2021 წლის სამ თებერვალს დასახელდნენ. ცერემონიის წამყვანები იყვნენ ტინა ფეი და ემი პოლერი.
კორონავირუსის პანდემიის გამო ცერემონიამ განსხვავებულად ჩაიარა. ღონისძიება ბევერლი ჰილზზე The Beverly Hilton Hotel-ის გარდა, რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობდა, რადგან სტუმრების ნაწილმა სახლში დარჩენა ამჯობინა. თუმცა მსოფლიოს ვარსკვლავებს ლამაზად ჩაცმაზე უარი მაინც არ უთქვამთ.
ჯილდო „ოქროს გლობუსი“ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ 1944 წლიდან ენიჭებათ სხვადასხვა კინოფილმებისათვის. გამარჯვებულებს ჰოლივუდში მცხოვრები 90 საერთაშორისო ჟურნალისტი არჩევს.