ერაყის სამხედრო ბაზაზე, რომელსაც აშშ იყენებს, სარაკეტო შეტევა განხორციელდა: ვიდეო

მანამდე სარაკეტო შეტევა განხორციელდა ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილის აეროპორტის რაიონზე, სადაც ასევე ამერიკული სამხედრო ბაზაა განლაგებული.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ერაყის პროვინცია ანბარში განლაგებულ სამხედრო ბაზა „აინ–ელ–ასადზე“ სარაკეტო იერიში განხორციელდა, იუწყება სააგენტო Al Jazeera ქვეყნის უშიშროების სამსახურში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ტელეარხის ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე 10 რაკეტა ჩამოვარდა. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ცნობები ამ დროისათვის არ ვრცელდება. ასევე არ ვრცელდება სხვა დეტალები.  

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ბაზას საერთაშორისო კოალიციის ძალები იყენებენ აშშ-ის მეთაურობით.

მანამდე, 15 თებერვალს სარაკეტო შეტევა განხორციელდა ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილის აეროპორტის რაიონზე, სადაც ასევე ამერიკული სამხედრო ბაზაა განლაგებული. მასმედიის ინფორმაციით, იქ ხუთი რაკეტა ჩამოვარდა, რომელთაგან ორი უშუალოდ ბაზის ტერიტორიაზე დაეცა, ერთი კი ჩინეთის საელჩოს მახლობლად, საცხოვრებელ კვარტალში.

ავიაიერიში სირიაში: შეერთებულმა შტატებმა პროირანელ ამბოხებულებს შეუტია

მეორე დღეს თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ აშშ იტოვებს უფლებას, საპასუხო სარაკეტო დარტყმა მიიტანოს ერბილზე. მისი თქმით, წინა დღით მომხდარი შეტევისას დაიღუპა საერთაშორისო კოალიციის ერთი სამოქალაქო მოსამსახურე და დაშავდა რამდენიმე პირი, მათ შორის, ამერიკელი სამხედრო და ამერიკელი სპეციალისტები.

25 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა სირიაში მდებარე ობიექტებზე, რომლებიც შესაძლოა ირანის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდეს, ავიაიერიში მიიტანა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. პენტაგონის შეფის ლოიდ ოსტინის თქმით, შეტევა შიიტური დაჯგუფების წინააღმდეგ განხორციელდა, რომელიც მანამდე ერაყში აწყობდა თავდასხმებს ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ.