ათენიდან სალონიკამდე: საბერძნეთში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ვიდეო

მიწისძვრის სიმძლავრის თავდაპირველი მაჩვენებელი მოგვიანებით შეიცვალა და კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე აიწია.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის სეისმოლოგიური ცენტრი.

ამ დროისათვის ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

თავდაპირველად ცენტრში განაცხადეს, რომ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდა იყო, ხოლო რყევების კერა 2 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. მაგრამ შემდეგ სიმძლავრის მაჩვენებელი 6.9 მაგიტუდით შეიცვალა, ხოლო კერის სიღრმე 2 კმ-დან 10 კმ-მდე გაიზარდა.

არსებული ცნობით, ბიძგები ძლიერ იგრძნობოდა საბერძნეთის არაერთ რაიონში — ათენიდან სალონიკამდე.