თბილისის „დინამოს“ წყალბურთელები „ფერენცვაროშთან“ დამარცხდნენ

ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე „დინამოს“ კიდევ ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი - „ბრეშიასთამ“ (4 მარტს) და „ბარსელონეტასთან“ (5 მარტს)
Sputnik

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. თბილისის „დინამოს“ წყალბურთელები ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე უნგრეთის გუნდ „ფერენცვაროშთან“ ანგარიშით 4:11 დამარცხდნენ.

წყალბურთი: ქართველებმა როტერდამში კანადელები გაანადგურეს

ფაქტობრივად, მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც „დინამოელებმა“ 0:5 წააგეს. ამის შემდეგ დეან სტანოევიჩის აღსაზრდელებმა უკეთესი თამაში აჩვენეს და მესამე მონაკვეთიც კი მოიგეს (2:1), მაგრამ შეხვედრის საერთო სურათი ამან ვერ შეცვალა.

ქართული კლუბისთვის „ფერენცვაროშთან“ წაგება ტურნირზე მეოთხე გახდა. მანამდე „დინამოელებმა“ დაუთმეს იტალიურ „ბრეშიას“ (9:15), ესპანურ „ბარსელონეტას“ (5:17) და გერმანულ „ვასპოს“ (3:10). „დინამომ“ ერთადერთი მოგება მონტენეგროს „იადრანთან“ მოიპოვა (11:8).

ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე „დინამოს“ კიდევ ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი - „ბრეშიასთამ“ (4 მარტს) და „ბარსელონეტასთან“ (5 მარტს).

მომდევნო ეტაპზე, მერვედფინალში თითოეული ჯგუფიდან ოთხ-ოთხი გუნდი გადის. ამჟამად „დინამო“ В ჯგუფში ბოლო, მეექვსე ადგილს იკავებს.