შვედეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა რვა ადამიანი დაჭრა

პოლიციამ 20 წლის თავდამსხმელი გაანეიტრალა. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. შსს ტერაქტის ვერსიას განიხილავს
Sputnik

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. შვედეთის ქალაქ ვეტლანდაში მამაკაცმა დანით რვა ადამიანი დაჭრა, იუწყება AFP პოლიციაზე დაყრდნობით. წერს РИА Новости.

ორი დაჭრილი პირის მდგომარეობა მძიმეა. შვედეთის შსს ტერაქტის ვერსიას განიხილავს.

პოლიციამ 20 წლის თავდამსხმელი გაანეიტრალა. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ის ჰოსპიტალიზებულია და დაკავებულია.