COVID-19 - ბოლო ცნობები

„ცეცხლი ჯერ არ ჩამქრალა“: ევროპაში COVID-19-ის შემთხვევები იზრდება – ჯანმოს განცხადება

იტალიის ლომბარდიის პროვინციაში მეცნიერებმა კორონავირუსის ნიგერიული შტამი გამოავლინეს, რომლის მიმართაც კოვიდ-ვაქცინები შეიძლება არაეფექტური იყოს.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების მატების პირველი ნიშნები გაჩნდა, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ.

​„[ევროპის] რეგიონში COVID-19-ით დაავადების კლების შემდეგ თებერვლის დასაწყისიდან ინფიცირების მატების პირველი ნიშნები გაჩნდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ცეცხლი ჯერ არ ჩამქრალა“, — დაწერა კლიუგემ საკუთარ Twitter-ზე.

მისი მონაცემებით, ათიდან ოთხი ქვეყანა, რომლებშიც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, სწორედ ევროპის რეგიონშია. გამომდინარე აქედან, კლიუგე აუცილებლად მიიჩნევს ისეთი ზომების მიღებას, რაც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას.

ამასთან იტალიის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის დირექტორი არნალდო კარუზო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლომბარდიის პროვინციის ქალაქ ბრეშიაში კორონავირუსის ნიგერიული შტამი გამოვლინდა. მისი თქმით, ამ შტამის მუტაციების წინააღმდეგ ამჟამად არსებული კოვიდ-ვაქცინები შესაძლოა არაეფექტური იყოს.