„შემიცვალეთ სტუმრები...“ – მოულოდნელმა სიცილმა გადაცემა ჩაშალა – სახალისო ვიდეო

ტელეკომპანია „კავკასიის“ პოლიტიკური გადაცემა „ბარიერი“ სტუმრების მოულოდნელმა და გაუჩერებელმა სიცილმა ჩაშალა.
Sputnik

სტუმრად მყოფმა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ და „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ სიცილი ჯერ წამყვანს გადასდეს და შემდეგ იძულებული გახდნენ სტუდია დაეტოვებინათ, რადგან საუბარს ვეღარ აგრძელებდნენ.

ხათუნა ლაგაზიძეს სიცილი იმ დროს აუტყდა, როდესაც საქართველოში მყოფი ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტს აფასებდა.

წამყვანმა ნინო ჯანგირაშვილმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და პროდიუსერს სთხოვა, სტუდიაში სხვა სტუმრები შემოეყვანათ, რომ გადაცემა გაეგრძელებინა.