გაბუნია: Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული გადავადება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის საკითხზე საუბრობს.
Sputnik

 

გაბუნია: Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული გადავადება
„ქვეყანაში ველოდებით AstraZeneca-ს ვაქცინას. როგორც მოგეხსენებათ  Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული გადავადება. ამ კვირაში ჩაინიშნება საბოლოო კონსულტაცია  Pfizer-თან, იმისთვის, რომ ყველა დეტალი დაზუსტდეს. AstraZeneca-თან ყველა ეს პროცედურა დასრულებულია და უკვე ვფიქრობთ, რომ მოწოდება დაიწყება მარტის თვეში“, - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას პირველი დოზებისთვის, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში.