ყვითელი ამბები

„სასწაული ფოტოა...“ – ქართველი მოგზაურის ამ ფოტოს შემდეგ აუცილებლად ესტუმრებით საჰარას

ცნობილმა მოგზაურმა გამოაქვეყნა ფოტო, რომლის ნახვის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ საჰარის უდაბნოში მოხვედრა და მსგავსი ფოტოს გადაღება.
Sputnik

ცნობილი ქართველი მოგზაური სოსო ნებიერიძე ეგვიპტეში მოგზაურობს. როგორც ის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში წერს, ინტერნეტში წააწყდა ფოტოს, რომლის გამოც ბევრი კილომეტრი გაიარა და სწორედ მსგავსი ფოტო გადაიღო.

ფოტოზე მოგზაური საჰარის უდაბნოში Siwa Oasis-ში კლდეებს შორის წარმოქმნილ, მარილიან ბუნებრივ აუზში წევს. ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სოსო ნებიერიძე, რომელიც ბერძნული ენის ფილოლოგია, 18 წლიდან ბიზნესით არის დაკავებული. ამბობს, რომ მოგზაურობის გარდა მისი ჰობი სწორედ ბიზნეს-საქმიანობაა.

მოგზაურობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის ცხოვრებაში. წელიწადში ხუთჯერ მაინც კვეთს საქართველოს საზღვარს. უკვე 21 ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა წინ უამრავი გეგმა აქვს. თვლის, რომ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მომავალში ელოდება.

მოგზაური იხსენებს, რომ პირველად 2006 წელს 16 წლის ასაკში გავიდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. მაშინ ტრაპიზონში ახლობლებთან ერთად გაემგზავრა.